logo
ENG



"სპასიბა" ოცნებას - დროება

29 იან 202319:44
3 წუთის საკითხავი
 

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, ჩვენ მათი განვითარებისთვის ფულის ჩადებას ვაპირებთ“, - წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს თბილისში, თუკი საქართველოს რომელიმე მოქმედი ხელისუფალი ამას იტყვის, საკუთარი საქმიანობის შეჯამების რომელიმე წლისთავზე? წარმოიდგინეთ? და რამე მსგავსი, რაც წარმოიდგინეთ, ვნახეთ უკვე? არა ხო? არადა ფრაზა „აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი კი მეორე მონტეკარლო“ სხვა არაფერია თუ არა ის, რამაც ყური ასე ძალიან მოგვჭრა. მონაკოსთან შედარება კი 34 დღის წინ სწორად საქართველოს მოქმედმა ხელისუფალმა - ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ამ ხნის განმავლობაში ველოდით, რომ პრემიერის ადმინისტრაცია რაიმე განმარტებას გააკეთებდა, თუკი ეს წამოცდენა იყო. მაგრამ ახალმა წლებმაც ჩაიარა, გაზრდილმა უქმეებმაც, მთავრობის სტრატკომიც ღარიბაშვილის იმიჯის სადარაჯოზეა, თუმცა მონაკო-აფხაზეთის თავშეკავებულად რომ შევაფასოთ - უხერხულ შედარებაზე არანაირი განმარტება მოგვისმენია. მეტიც, სულ რამდენიმე დღის წინ სოხუმიდან, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადება მოვისმინეთ -რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებია საჭირო.


close დახურვა